ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ აშშ "ღიად ცდილობს უბიძგოს საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს".
"ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ასევე ცდილობენ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას საქართველოსთან, ეს ე.წ. მეორე ფრონტის ჩაშვების პროექტია. შეერთებული შტატები ღიად ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ასევე ქართველი ოპოზიცია ჩაითრიოს, რათა საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს", - აცხადებს ინალ არძინბა.
მსგავსი განცხადება დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა. მან თქვა, რომ "დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი".
"მათ[დასავლეთს] უნდათ, რომჩვენიდედაქალაქიიყოსარასოხუმში, არამედთბილისშიდასისტემატურადმუშაობენ, რომესმოხდეს. ესმათსჭირდებათიმისთვის, რომმსოფლიოსდაანახონრუსეთისმიერჩვენისუვერენიტეტისაღიარებისუმნიშვნელობა, ასევე,დაანახონსაქართველოსდარეგიონისსხვაქვეყნებს, რომპრობლემებისგადაჭრისგასაღებიმათჯიბეშია. ყველაფერსაკეთებენ, რომაფხაზეთშიგანვითარებაარმოხდეს", - თქვა ბჟანიამ.