არჩევნების ტოტალური გაყალბება ერთი ოლქის მაგალითზე

არჩევნების ტოტალური გაყალბება ერთი ოლქის მაგალითზე

ფარულობის დარღვევა მხოლოდ ერთი მიმართულებაა. არჩევნები გამორჩეული იყო ძალადობითა და ამომრჩეველზე ზეწოლით. ფორმულა სწავლობს საარჩევნო უბნებზე გადაღებულ მასალას, რომელიც დარღვევების მხილებაა. კადრებში ჩანს უბნები, სადაც შესაძლებელი იყო მარკირების გვერდის ავლით შესვლა, რაც კარუსელის ერთ-ერთი მექანიზმია. ხელს უშლიდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც რეგისტრატორების მუშაობას აკვირდებოდნენ. უბნებზე ქაოსი სწორედ მაშინ იწყებოდა, როცა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ჩნდებოდნენ.