არჩევნები 2024 - არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის

არჩევნები 2024 - არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ვაშინგტონის ფოკუსშია არჩევნები. ამერიკული დახმარების გადახედვა, თუ პარტნიორობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ოთხ თვეში საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად. მნიშვნელოვანია, შეძლებენ თუ არა რუსული კანონის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლები მისიის სრულფასოვან განხორციელებას. დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა, ხმების დაცვაა.