ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის 63 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროკურატურის ოქროს მოწმის ცრუ დასმენაზე მიუთითებს.
პროკურორი თქმით, კი საქმეში დევს თავად არასრულწლოვანის - 15 წლის გოგოს ჩვენება, რომელიც 63 წლის კაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას აღწერს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.