არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - პროკურატურამ 12 წლის გოგოს გატაცებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების საქმეზე 22 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა. არასრულწლოვანი ახლა თავშესაფარშია. პასუხისმგებლობას გაურბის ყველა, ვისაც დანაშაულის შესახებ შეიძლება, სცოდნოდა და მომხდარი არ გაამხილა, მათ შორისაა დაკავებულის ოჯახიც.