ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, ოკუპანტებმა აღდგომის ღამეს ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"არაფერია წმინდა, თუნდაც ქრისტეს აღდგომის ღამეს. მტერმა მასიური შეტევა დაიწყო", - წერს ის.
მისი განცხადებით, დაზიანდა ადგილობრივი ეკლესია, განადგურდა ახლომდებარე შენობებიც, ხოლო ოკუპანტები შეტევას აგრძელებენ.
16 აპრილის ღამეს ოკუპანტები თავს დაესხნენ მიკოლავეის ოლქსაც - მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, 02:20 საათზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევის ოლქში, კერძოდ, სნიჰურივკას დასახლებაში, რის შედეგადაც ორი 18 წლის მოზარდი დაიღუპა. მისი თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და კერძო საწარმო.