არახამია: ზელენსკისთან ერთად გპირდებით, დავეხმარები საქართველოს უფსკრულის გადალახვაში

საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა,თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.

ძნელი იქნება მიზნის მიღწევა,როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

წერს Facebook-ზე უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის - ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.