საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისკენ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ყველა ასე ვფიქრობდით დღევანდელ დღემდე – რადგან ვხედავთ, რომ უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან ევროკავშირისკენ, ხოლო საქართველოს მთავრობა გაჩერდა. და ამ კანონის წარდგენით, საქართველოს მთავრობა უკან შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. რადგან მათ სურთ, რომ ისინი მოსწონდეს პუტინს, პესკოვს, მედვედევს, დუგინს და სხვა რუს პროპაგანდისტებს. მათ არ მოსწონთ რასაც ამბობენ შოლცი, მაკრონი, უსრულა ფონ დერ ლაიენი. ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უღალატოს საკუთარ ხალხს. რადგან ქართველების 80%-ს სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს. მე მინდა ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას. მათ ნამდვილად ესმით სად არის მათი მომავალი.
განაცხადა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ.