ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსული კანონი გვაშორებს ევროპასა და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
რუსულ კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეოს თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.