ტერასა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს, კომპანიის ლოგო კი უნებართვოდ გამოიყენეს.
"კომპანია ტერასა ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მონაწილეობს PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული. კომპანიის ნებართვის გარეშე სახელისა და ლოგოს გამოყენება არის კანონდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები"- აცხადებენ კომპანიაში.
29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული.
სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.
ფირცხალავა ასევე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება.
საიტზე თავდაპირველად განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ შემდეგი სამშენებლო კომპანიები: არქი, გუმბათი ჯგუფი, მეტრო სითი ბათუმი, ტერასა ჯგუფი, დრიმლენდ ოაზის ჩაქვი, გრინ კაფე ბათუმი და სხვა.
გარდა ტერასა ჯგუფისა,კომპანიებმა გუმბათმა და არქიმ გაავრცელეს ინფოორმაცია და განაცხადეს, რომ ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებენ.