
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეორე ტურის ჩატარდება.
საბოლოო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუნბა და მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი ადგურ არძინბა.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუნბამ ხმების დაახლოებით 46% მოიპოვა, ხოლო არძინბამ – 37%. დარჩენილი ხმები დანარჩენ სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.