აფხაზეთის ა/რ საბჭოს წევრი: მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ

მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.

მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ!

წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ზურაბ ჯგუბურია.