აპარატის თანამშრომელს ნებართვის გარეშე მედიასთან კომუნიკაცია აეკრძალება - ახალი ბრძანება

აპარატის თანამშრომელს ნებართვის გარეშე მედიასთან კომუნიკაცია აეკრძალება - ახალი ბრძანება

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, აპარატის თანამშრომელს თანხმობის გარეშე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალება.

ბრძანების თანახმად, ცვლილებები პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება.

"მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

ბრძანების თანახმად, ის ძალაში საჯაროდ გამოცხადების დღიდან შევა.