ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, ყველამ კარგად იცის გიორგის რაც გაუკეთეს და არამარტო გიორგის. სასტიკად მოექცნენ ჩვენს ჯარისკაცებს და მოსახლეობას. წაგვართვეს ამდენი სოფელი, ამდენი ტერიტორია დასაბრუნებელია და ვერანაირად ვერ იქნება ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ დადებითი, ამიტომ ჩემთვის რუსეთი არის მტერი და ისე იქნება ყოველთვის. [ფრენების აღდგენა] ჩემთვის რომ მძიმეა, ეს ნამდვილად ასეა და ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა, მძიმეა, ბევრ ადამიანს არ მოსწონს და აკრიტიკებს.
ამბობს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე. აგვისტოს ომის დროს ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს.