სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის ცნობით, ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსმა (ALDE) საქართველოს EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. ALDE ქართული ოცნების ხელისუფლებას ფრენების აღდგენის საკითხზე აკრიტიკებს და მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებული დასავლური სანქციების შესაბამისად იმოქმედონ.
ALDE-ს რეზოლუციაში საუბარია ოცნების ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის კამპანიაზე, ასევე, NATO-ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მდელობებსა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე. ALDE მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ქართულ ოცნებას:
ამასთან, ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი ახალ რეზოლუციაში გამოთქვამს წუხილს მთავრობის გადაწყვეტილებისადმი, განეახლებინათ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით; საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებისადმი, განახორციელოს ყოველდღიური ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის; საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებებისადმი, რომლითაც დასავლეთსა და ევროკავშირის საქართველოს ომში "ჩათრევის" სურვილში ადანაშაულებენ. ალიანსში აღნიშნავენ, რომ ამ განცხადებებით ისინი ძირს უთხრიან ევროკავშირის იმიჯს და ავრცელებენ ისეთ დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსულ მთავრობას შეეფერება.
რეზოლუციაში შეშფოთება გამოხატულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების საქართველოში შემოშვებისა და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართაც.
პარალელურად, ALDE კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.