ანტალიაში, საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. კაბინებიდან მათი დახმარებით, 40-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.