ანექსირებულ ყირიმში დრონებით თავდასხმის შედეგად უმსხვილეს ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრის გაჩენამდე მოსახლეობას აფეთქებების ხმა ესმოდა.
"ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს", - ამბობს ადგილობრივი "ხელისუფლების" წარმომადგენელი იგორ ტკაჩენკო.
ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ანექსირებულ ყირიმში უმსხვილესია. მეორე ტერმინალი სევასტოპოლში მდებარეობს.