ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვის საკითხებში ევროკომისრად დაამტკიცეს

ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვის საკითხებში ევროკომისრად დაამტკიცეს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრად დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროპის სახალხო პარტია ავრცელებს, რომლის წევრის ლიეტუველი ევროპარლამენტარია.

კუბილიუსი 3 საათის განმავლობაში ევროპარლამენტის პროფილურ კომიტეტებში კანონმდებლებს ესაუბრებოდა და მათ თავდაცვასთან დაკავშირებით თავის ხედვას წარუდგენდა. ძირითადი აქცენტი რუსეთზე გაკეთდა და მასზე როგორც მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა.

კუბილიუსმა კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა განავითაროს თავისი სამხედრო მრეწველობა და NATO-სთან ძალისხმევების კოორდინაცია უნდა მოახდინოს. კუბილიუსი ამბობს, რომ თავდაცვაზე უფრო მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს.

ევროკომისიაში ამ თანამდებობის შექმნის ინიციატივით მანამდე პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა. მიზეზად რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა დასახელდა. ამიტომ ანდრიუს კუბილიუსი პირველი ევროკომისარია თავდაცვის საკითხებში.

67 წლის კუბილიუსი ლიეტუველი პოლიტიკოსია, რომელიც ორჯერ იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას. 2019 წლიდან ის ევროპარლამენტარია და ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენს.