ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასთან, ჰეზბოლასა და ირანთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე ფრენები United-მა და Delta-მ გაუქმეს. ავიაკომპანიებმა ფრენები 2 და 6 აგვისტომდე გადადეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრენები British Airways-მაც გააუქმა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა რეისი განრიგით ხორციელდება.

ფრენების გაუქმების გამო უამრავი ისრაელელი ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ვარაუდობენ, რომ ფრენებს სხვა ავიაკომპანიებიც გააუქმებენ.

***

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჰამასის ლიდერის მკვლელობის გამო, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.