შაბათის ფორმულას ახალი მტკიცებულებები, რადიკალური დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე - ალტ-ინფოს დანაშაულით, გამოძიება არ ინტერესდება. შაბათის ფორმულა გთავაზობთ ახალ მტკიცებულებებს საქმეზე, სადაც სასტიკი ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეომასალა ექსკლუზიურად შაბათის ფორმულამ რამდენიმე კვირის წინა გაასაჯაროვა, თუმცა გომელაურის უწყება ამ დრომდე არ რეაგირებს. ანტონ თამლიანი - კონსერვატიული პარტიის თეთრიწყაროს ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც რადიკალური დაჯგუფების წევრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს - თამლიანი ახლაც უმძიმეს მდგომარეობაშია, მის სიცოცხლეს კი ისევ საფრთხე ემუქრება. სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, ანტონ თამლიანის მიმართ მუქარა არ წყდება. შაბათის ფორმულაში ახალ მტკიცებულებებს - ხმოვან შეტყობინებებს და მიმოწერას წარმოგიდგენთ, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ რადიკალური დაჯგუფების წევრები, მათი ლიდერის დავალებას ასრულებენ და ყოფილ თანაგუნდელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.