ალექსანდრ ვუჩიჩი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ალექსანდრ ვუჩიჩი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი დღეს, ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური უკრაინულ მედიასთან ადასტურებს.

ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში. იგი მონაწილეობას უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, ვუჩიჩის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არანაირი ცნობა არ გავრცელებულა.

ევროპელი ლიდერებიდან ვუჩიჩი, სერბეთის პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად, ერთადერთი იყვნენ, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში, პუტინის მიერ გამართულ, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ.