ალექსანდრ სირსკი: კურსკში დაწყებული ოპერაცია პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა

ალექსანდრ სირსკი: კურსკში დაწყებული ოპერაცია პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოკროვსკის შენარჩუნებისთვის უკრაინა ყველაფერს აკეთებს და მათ ამაში კურსკში დაწყებული ოპერაცია ეხმარებათ.

სირსკი აღნიშნავს, რომ ამან ოკუპანტებს ნაწილების მანევრირების შესაძლებლობა წაართვა.

ამასთან, გენერალმა განაცხადა, რომ მტერი პოკროვსკის მიმართულებით, ბოლო 6 დღის განმავლობაში, არც ერთი მეტრით წინ არ წასულა, ამიტომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და ახლა ისინი პოკროვსკის ტერიტორიაზე თავდაცვას აძლიერებენ.

"ცხადია, მტერმა თავისი ყველაზე გამოცდილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით მოახდინა, მაგრამ ჩვენ ოკუპანტებს ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა წავართვით", - თქვა სირსკიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პოკროვსკიდან ბევრი ჯარისკაცი არ გადაუყვანია, ახლა ოკუპანტებს თავიანთი რეზერვების ისე მანევრირება, როგორც ადრე აღარ შეუძლიათ.