წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც საკუთარი მოქალაქის უკანონო დაკავებაზეა საუბარი და როცა დიდი ხნით საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პატიმრობაზეა საუბარი, საუბრობდე ოკუპანტის გასამართლებლად და ხელს აძლევდე ოკუპანტ ქვეყანას იმისთვის, რომ კიდევ მეტი უკანონობა ჩაიდინოს. ამიტომ, ცალსახაა, რომ ეს არის გარკვეული მესიჯბოქსი, გზავნილი ქართული ოცნების მხრიდან.
აცხადებს დეპუტატი თეონა აქუბარდია ოცნების წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებაზე.
დღეს ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ დღეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებმა "ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ". მისი თქმით, მათი ბრალეულობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაირკვეს.