
აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე შსს-მ 1 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ.
ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 22 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ათონელის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ავტომობილი შევარდა. შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს, მისი ადვოკატის თქმით, ნეკნი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორემ დაზიანება მუხლის არეში მიიღო.