აქციის მონაწილეები ვიქტორ ორბანს სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ

აქციის მონაწილეები ვიქტორ ორბანს სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველზე გამოჩენილ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას პროტესტით შეხვდნენ.

ტერიტორიაზე ვიქტორ ორბანის ესკორტის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან სტვენა და შეძახილები მოჰყვა.

ვიქტორ ორბანი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და თბილისი მერიოტში მივიდა, სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანს ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. მათ საერთო პრესკონფერენცია მედიისთვის ხვალ ექნებათ.

ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.