დღეს დილას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გურამ ადამია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა.
იურისტის ცნობით, ადამიას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული და აუცილებელი იყო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
"შეუძლოდ გახდა გურამ ადამია დროებითი მოთავსების იზოლატორში და გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნა, რომ გადაეყვანათ სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. თავიდანვე ისეთი მძიმე დაზიანებებით იყო შემოყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ მისი იქ ყოფნა არანაირად არ იყო გამართლებული. ამ ეტაპზე მას სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მას დაზიანებები და საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოკვლევები"- თქვა იურისტმა.
13 მაისის დილას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ და სცემდნენ.