
ვატიკანში ახალი რომის პაპის არჩევის მიზნით კონკლავი 7 მაისს შეიკრიბება, იტყობინება „როიტერი“.
როგორც სააგენტო წერს, თარიღი განისაზღვრა კარდინალების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც უკანასკნელი შეხვედრა იყო რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, 21 აპრილს გარდაიცვალა და 26 აპრილს რომში დაკრძალეს. მისი ანდერძის მიხედვით, პონტიფიკი სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაასვენეს.