საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარები 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩებიან.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
"მოსახლეობა არ იყო მზად და შესაძლოა, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია, ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული.
კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში. პრაქტიკულად, ეფლში, გუგლში, ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება", - განაცხადა კვიჟინაძემ.
საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის არჩევანი ნაკლებადრისკიან, მაღალრისკიან და საშუალორიკიან პორტფელებს შორის, 6 აგვისტოდან გაუჩნდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ თქვა, სქემის მონაწილე 1 400 000 ადამიანიდან არჩევანი მხოლოდ 5 000-მა გააკეთა - აქამდე პორტფელის არჩევის ვადა 7 სექტემბრამდე იყო.