ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონზე: საფრთხე ემუქრება ეროვნულ ინტერესებს, ევროატლანტიკურ კურსს
ახალგაზრდა ელჩები განცხადებას ავრცელებენ და მიაჩნიათ, რომ ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირება დაუშვებელია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება "დამღუპველი" იქნება ქვეყნისთვის.
"ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2023 წლებში, დაუშვებლად მივიჩნევთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ დაბრუნებას.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულითა და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით, გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის და ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
შემოთავაზებული კანონონპროექტის მიღებით კი დავდგებით დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის"- ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერენ (ხელმომწერთა სია განახლებადია)
- რუსუდან მარგიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში.
- მერი უღრელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2018-2019 წლებში.
- სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015; 2019-2020 წლებში.
- ნენო გაბელია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- ქეთი არჩაია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017 წლებში.
- მარიამ შონია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
- ლუკა გურგენიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
- მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- დავით ხუბუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში.
- ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017 წლებში.
- მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2014-2015
- გიორგი მჭედლიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში.
- მაკა ბერულავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვაში, 2022-2023 წლებში.
- თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2016-2017 წლებში.
- თამარ არველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში, 2018-2019 წლებში.
- სოფო ქევხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, 2018-2019 წლებში.
- ნინო ახალშენიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, 2018-2020 წლებში
- ირინე ჩიხლაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის გეფერაციულ რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში
- სოფო ბადიაშვილი , საქართველის ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში , 2019-2020 წლებში.
- ვახტანგ კაჩუხაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
- სოფიკო ბზარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, 2022-2023 წლებში
- ქეთი ფრანგულაიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი პოლონეთში, 2014-2015, 2016-2017