აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა - პოლიციამ საოფისე ფართი დალუქა

აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა - პოლიციამ საოფისე ფართი დალუქა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.

პოლიციამ აღმაშენებლის გამზირის #75-ში მდებარე 4-სართულიანი საოფისე შენობა დალუქა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ ე.წ. კოლცენტრებთან დაკავშირებით ჩატარდა. შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა გამოიტანეს.

ფორმულა დეტალებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.