იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ახალი ბრძანების თანახმად, "აგენტების რეესტრში" ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან პირად ნომრებს აღარ ითხოვენ, თუმცა საბანკო მონაცემები და მათთვის დარიცხული ხელფასები კვლავ ინტერესის სფეროა.
ეს ცვლილება კანონის ამოქმედებიდან 51-ე დღეს განხორციელდა, როცა ორგანიზაციებისთვის უკვე ამოწურული იყო საკუთარი სურვილით სარეგისტრაციო განაცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია - ერთ-ერთი მუხლი, რომელიც სასამართლოს სარჩელში ფიქსირდებოდა, სწორედ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას ეხებოდა.