ადვოკატის თქმით, კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე პირობებში იმყოფება

ადვოკატის თქმით, კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე პირობებში იმყოფება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ გლდანის საპატიმროში მყოფი ბრალდებული უმძიმეს პირობებში იმყოფება.

ინტერესების დამცველის თქმით, მას სხვა პატიმრები, ხელისფულების დავალებით ავიწროვებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

ტყეშელაძე სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"რუსულმა ხელისუფლებამ და სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა, გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და მათთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა... ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ყველაფრით სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს", - განაცხადა ტყეშელაძემ.