ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს, ლუკა თეთრაძეს პოლიციამ სცემა.
მისი თქმით, დაკავებულს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.
"მოვინახულე ორი დაკავებული ლუკა თეთრაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი. ლუკა თეთრაძე დაკავებისას მილიციელებმა სცემეს, მას აღენიშნება დაზიანებები, შესაბამისად ექიმმა შესაბამის დოკუმენტებში დააფიქსირა. მარცხენა ფეხის არეში აქვს ნაკაწრები და სისხლ ჩაქცევები"
ადვოკატი ამბობს, რომ ლუკა თეთრაძეს რეალურად არ ჩაუდენია ის დანაშაული, რასაც მას ედავებიან.
"მისი დაკავება მოხდა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე და ედავებიან სტანდარტულად 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენას, რაც მისი მხრიდან განხორციელებული არ ყოფილა"- ამბობს ადვოკატი.
2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.
გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
დაკავებულებს შორის იყვნენ ლექტორები, სტუდენტები, ერთი არასრულწლოვანი. ასევე, პოლიტიკოსებიც, გიგი უგულავა და ნიკა მელია.