სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია.
გოდოლაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.
"მტკიცებულებების მოპოვების დროს გამოვლინდა, რომ თეა გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. არ ეხება იმ კონკრეტულ დანაშაულს, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული, ს არის ახალი დანაშაული, რომლის მტკიცებულებებიც ჩვენ მოვიპოვეთ დაახლოებით 14 აგვისტოს, შემდეგ 4 სექტემბერს ჩვენ გავუცვალეთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები და ბრალდების მხარე ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს რეაგირება არ ჰქონია", - განაცხადა ადვოკატმა.
22 აგვისტოს რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული და 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გოდოლაძემ ამ ინფორმაციას "შეთითხნილი ბრალდება" უწოდა. გოდოლაძის თქმით, ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავად იყო. გოდოლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრით მის გაჩუმებას ცდილობს.