აბაშიძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

აბაშიძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.

მისი თქმით, ქართულ ოცნებასთან ერთ სივრცეში, საქმიანად ვერასდროს დაჯდება.

"ვიცი, რომ დიდად არ იდარდებენ, შეიძლება გავახარე კიდეც, მაგრამ მე იმას გავაკეთებ რაც სწორად მიმაჩნია. ღირსებას არავის შევალახინებ!

მადლობა ყველას, ვინც წარმადგინა, მხარი დამიჭირა! მაგრამ მმართველ გუნდთან ერთ სივრცეში, საქმიანად ვერასდროს დავჯდები და არც მათ მოვატყუებ ამაში!" - წერს აბაშიძე.