გამოცემა Washington Examiner-მა მოიპოვა აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებისთვის გადაცემული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არალეგალურად შესულ ქართველებს, არ მიიღებენ და მათ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს გადასცემენ, აშშ-დან სწრაფი გაყვანისთვის.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, თავშესაფარს ვერ მოითხოვენ ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიცაა: ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა.
"მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან გადაეცემიან აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში სწრაფი გაყვანისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან "ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან“ გათავისუფლდებიან დოკუმენტებით, რომლებიც მათ აშშ-ის სასამართლოში გამოცხადებას დაავალდებულებენ", - წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ასზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს, არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მათ დეპორტირების ნაცვლად, ზემოხსენებული წესის მიხედვით გაათავისუფლებენ.