
2025 წელს, Tbilisi Open Air განსაკუთრებული ფორმატით ბრუნდება - ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი, ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველთვის თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის გარშემო კრებს აუდიტორიას, სადაც ყოველთვის ყველას ხმა ისმის და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება - Tbilisi Open Air-ის ლაინაფი სრულად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და თავს უყრის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც, სწორედ, ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.
Tbilisi Open Air 2025 არ არის მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება. ფესტივალის სტუმრებს 24 და 25 მაისს, Lisi Wonderland-ში, ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
Tbilisi Open Air-ის წლევანდელი, სპეციალური გამოშვება თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ - ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში. ბილეთების შეძენის დროს კი, სურვილისამებრ, მომხმარებელი თავადაც შეძლებს გაიღოს დონაცია ზემოხსენებული ორგანიზაციებისათვის.
ფესტივალის ლაინაფი:
MAIN STAGE
24.05 -TOA FOR THEATRE: 'LOUDER' - directed by DAVID KHORBALADZE |BEDFORD FALLS | არა & ყველა feat. მერაბ სეფაშვილი | MOKUMOKU | MAX.95 | TAMADA & 4D MONSTER LOBSTERS feat. GIORGI USHIKISHVILI | SKAZZ & MAMAFLEX | ROBI KUKHIANIDZE & OUTSIDER | EREKLE GETSADZE feat. SALIO & MEME & DENIVARLEVY | NEWCOMER 2025
25.05 - SUKHISHVILI GEORGIAN NATIONAL BALLET | KORDZ + NANI BREGVADZE, MECHANICAL RAINBOW | მწვანე ოთახი feat. GIULI CHOKHELI | 63SPECIAL GUEST - PAATA BURCHULADZE | LOUDSPEAKERS | BEKA GOCHIASHVILI & TEMURIKO DIASAMIDZE / LUKA TOPURIA & MUSHONE / KHATIA KORIDZE | KILLAGES feat. KOA & TAHA | SOFTEJECT SYSTEM | გამოუვალი მდგომარეობა | WILL KOLAK | PSYCHONAUT 4 | TAPE VISITORS
UNITY STAGE
24.05 - SEVDA B2B GIO SHENGELIA [KHIDI/4GB] | TOMMA B2B NIKA J [4GB] | SUMO B2B KOTE JAPARIDZE [MZESUMZIRA/303HZ] | ELENE B2B ALEXANDRA [UNITY]
25.05 - SOYL B2B DJ SHODA [ZION] | ZURKIN B2B IKA [VODKAST/SMALL MOVES] | SEQTA B2B OBRI [TES/PITCH] | BERO B2B TOKO K [MTKVARZE] | DJ DELOREAN B2B RYDEEN [TES]
ALTER STAGE
24.05 - PVP FLOW: NIKKI SLOW VS GROTASK | N ICE | KMC | KOKLIANI & I BOY | 9 RHYME | KONTRA | CAS | ATA BABADAN | BXNNY
25.05 - PVP FLOW: MUQTA VS MAD MOSE | KAMI.24 | PINO | SKYRESS | MVYKL | TOVLY | NIKKI SLOW | MOSKA | EDDY AND CREW
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: www.tkt.ge/OpenAir
მუსიკა ათავისუფლებს!