საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
შოთა სირაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა.
ორგანიზაცია შოთა სირაძის დაუდეკლარირებელი ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება — შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება:
ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება:
შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:
დარღვევა II: დაუდეკლარირებელი ხელფასი — შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა.
დარღვევა III: დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილები — შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული.
ამასთან, TI-ის ცნობით, ლატარია შპს გლობალ ოილის მეწილე და სპს ბერაია და კომპანია სპს-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, შოთა სირაძე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.