TI იმ ბიზნესმენების სიას ასაჯაროვებს, რომლებმაც არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ფული შესწირეს

TI იმ ბიზნესმენების სიას ასაჯაროვებს, რომლებმაც არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ფული შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა-საქართველო იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს.

სია ასე გამოიყურება:

„არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე - 472 ათასი ლარი

„გზა“, გიორგი ჭყონია - 460 ათასი ლარი

„ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა - 448 ათასი ლარი

„ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე - 397 ათასი ლარი

„მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი - 379 ათასი ლარი

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე - 300 ათასი ლარი

„დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე - 282 ათასი ლარი

„კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური - 267 ათასი ლარი

"28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-მდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 300-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს.

თუმცა ქართულ ოცნებას ჰყავს მხარდამჭერები ქართულ ბიზნესში, რომელთაც ბოლო არჩევნების დროს პარტიას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.