პარლამენტში პლენარული სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანი გამოდიოდა დეპუტატებმა ბანერი გაშალეს.
ბანერზე ქართული ოცნების ლოგო იყო გამოსული წარწერით: "Русский военный корабль иди на х*й".
"მოგესალმებით ქალბატონი თინა, მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი და მე გავაგრძელებ, მთავარია, არ დაიღლებით.., რატომ ვერ გავაგრძელებ?" - თქვა წულუკიანმა, როდესაც მას მიუახლოვდნენ.
ბანერის გაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და დარბაზიდან პირდაპირი ეთერი შეწყდა.