
რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today წერს, რომ რუსეთში ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კერძოდ, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “რუსეთის მამების საბჭოს” თავმჯდომარემ ანდრეი ზგონნიკოვმა, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, RT-ის შეატყობინა, რომ სისხლის სამართლის საქმე “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის” იქნა აღძრული.