გამოცემა Reuters-ი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს და წერს, რომ თუ შედეგები დადასტურდა და ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი ჰქონდათ.
"პირველადი ოფიციალური შედეგებით, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა აღიარებაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ შედეგები ფალსიფიცირებულია. ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციამ და საერთაშორისო დიპლომატებმა არჩევნებს გარდამტეხი მომენტი უწოდეს, რომელიც განსაზღვრავს დაახლოვდება საქართველო დასავლეთთან თუ რუსეთისკენ გადაიხრება. თუ შედეგები დადასტურდა, ქართული ოცნების გამარჯვება იქნება ძლიერი დარტყმა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი ჰქონდათ", - წერს Reuters-ი.