აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონგრესს ომის ფარგლებში უკრაინის სტრატეგიის შესახებ გასაიდუმლოებული ანგარიში გაუგზავნა.
ინფორმაცია Reuters-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
სამი ანონიმური წყაროს ცნობით, კონგრესმა საიდუმლო დოკუმენტი, დაგვიანებით გაგზავნა. აპრილში მიღებული პროექტი, თეთრ სახლს კონგრესისთვის, ივნისში უნდა გადაეცა.
აპრილში, მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცა. საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კონგრესმა თანხმობა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გაცემაზე გასცა.
სწორედ ამ ხმაურიანი პროექტის ნაწილი იყო კონგრესის მოთხოვნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის შესახებ დეტალური სტრატეგია ივნისის დასაწყისისთვის წარედგინა.
ანგარიშის დაგვიანების გამო უკმაყოფილო კონგრესმენები ამბობდნენ, რომ ამან შესაძლოა შემდგომი დაფინანსების მხარდაჭერა შეაფერხოს.
მანამდე, საიდუმლო ანგარიშის გადაცემამდე, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა აგვისტოში Reuters-ს უთხრა, რომ ომის დაწყებიდანვე ითხოვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიას, თუ როგორ შეუძლია აშშ-სა და მოკავშირეებს დაეხმარონ უკრაინას, რათა ომში გაიმარჯვოს.
ანგარიში 9 სექტემბერს მიიღეს. მისი შინაარსი Reuters-ის წყაროებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.