Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

პირველი რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, სავარაუდოდ, 10 ივლისს შესრულდება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით - 11 ივლისს.

მოსკოვსა და ქუთაისს შორის ბილეთის მინიმალური ღირებულება დაახლოებით 17-18 ათასი რუბლია (190-210 დოლარი), სოჭსა და თბილისს შორის - დაახლოებით 7 ათასი რუბლი (80 დოლარი).

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Red Wings ვერ იწყებს ფრენებს საქართველოში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არქონის გამო. ავიაკომპანიამ ფრენების დაწყების ნებართვა საქართველოდან ჯერ კიდევ მაისში მიიღო.