ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟ გამშვებ პუნქტში ყაზბეგი მებაჟე ოფიცრება არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320 63 ლარი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.