საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 270 პირს ბრალი წარუდგინა, მათ შორის 41 პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს რეგიონებში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, როგორც ტრადიციული (ხელიდან ხელში), ისე ე.წ. ,"ლოკაციებზე" განთავსების გზით ნარკოტიკებით ვაჭრობას ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული არაერთი სახის ნარკოტიკული საშუალება: ,"ჰეროინი", "კოკაინი", "მეტამფეტამინი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი" (სუბოტექსი), "მეთადონი", "მეფედრონი", "მორფინი" და "მარიხუანა".
დანაშაულები სასჯელის სახით 3 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავეს.