POG: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალი წარედგინა

POG: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს", - წერია განცხადებაში.

საპოლიციო ძალებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს.

"ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

***

9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს.