პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2021-2023 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იურიდიულ პირებთან ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, უზრუნველყოფის საგნად კი ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავა.