PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელი: შევამჩნიეთ ამომრჩევლების მოსყიდვა, ხმის ორჯერ მიცემა

ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც, ასევე, უკავშირდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას, რამაც განხეთქილება შემოიტანა. დაკვირვების დროს ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, განსაკუთრებით სოფლად.

ორი სამყარო არსებობდა, ერთი იყო საარჩევნო უბანზე, შიგნით, სადაც ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული, ხოლო მეორე სამყარო იყო საარჩევნო უბნების გარეთ.

მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლების აღრიცხვა, ეს ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და პარტიის მიერ ორგანიზებულ დაშინებას, შეგრძნება იყო ისეთი, რომ "დიდი ძმა გვიყურებს", ეს არის ის, რასაც აკვირდებოდა ჩვენი ერთ-ერთ დამკვირვებელი.

ასევე, არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, შესაბამისად, ეს ძირს უთხრის შედეგებს, მის დამაჯერებლობას და სამართლიანობას. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით სოფლებს, უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ.

ამბობს PACE-ს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.