NYT: უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს

NYT: უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს.

"უკრაინა მაისში კონტრშეტევის დასაწყებად ემზადება. თუმცა, გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, შემცირდეს და კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, რათა დაიწყოს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების ან გაყინვის მიზანით", - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა და NATO-მ უკრაინას დიდი რაოდენობით არტილერია და საბრძოლო მასალა მიაწოდეს. ოფიციალური პირები კი იმედოვნებენ, რომ უკრაინელი დამცველების იარაღით მომარაგება გაგრძელდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ვარაუდით, უკრაინის არმია ყირიმში გაზაფხულზე შევა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად ამზადებს ახალ სამხედრო ბრიგადებსა და დანაყოფებს.